ბათუმს მალე კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღი ექნება. სკოლამდელი დაწესებულება აეროპორტის გზატკეცილის #82-ში შენდება. ორსართულიანი ადაპტირებული შენობა 200 აღსაზრდელზეა გათვლილი. დასრულებულია საძირკვლის მშენებლობა და ხორციელდება გრუნტის სამუშაოები.
მოეწყობა ეზო, სადაც განთავსდება ატრაქციონები და საპარკო სკამები, დაიგება მწვანე საფარი და დამონტაჟდება განათების სისტემა. სამუშაოების ღირებულება 4 მილიონ 555 ათასი ლარია. პროექტი ასევე მოიცავს მისასვლელი გზისა და ბაღის მიმდებარედ ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელებას.
ბაღის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება. ამ ეტაპზე ბათუმში მიმდინარეობს 3 საბავშვო ბაღის მშენებლობა და 1-ის რეაბილიტაცია, ხოლო წლის ბოლომდე კიდევ 2 სკოლამდელი დაწესებულება შეემატება მათ ჩამონათვალს