იმ პირობებით რითაც „ნამახვანჰესის“ პროექტი დაგვხვდა, არ გავაგრძელებთ - პრემიერი

09 ივნისი 2021, 15:32 331 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, არსებული პირობებით „ნამახვანჰესის“ პროექტი არ გაგრძელდება.

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ინვესტორებთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ ჰესი უკეთესი პირობებით აშენდეს.

„ეს პროექტი და ეს პრობლემა მემკვიდრეობით დამხვდა. მინდა გითხრათ, რომ მე ამაზე აქტიურად ვმუშაობ. იმ პირობებით, რა პირობებითაც ახლა ეს პროექტი არის, ის პირობები, რომელიც ჩვენ დაგვხვდა 100 წელი და ა.შ. შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი პირობებით არ გავაგრძელებთ პროექტს. ჩვენ ინვესტორს ველაპარაკებით. დიდი იმედი მაქვს, რომ ინვესტორს დავითანხმებთ ჩვენი ქვეყნის სასიკეთო ინტერესებზე, რათა კიდევ უფრო უკეთესი პირობებით ავაშენოთ ჰესი, რომელიც იქნება საუკეთესო ინტერესების გამტარებელი ჩვენი მოსახლეობისთვის, მათ შორის ,,ნამახვანჰესის'' მოწინააღმდეგე მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში