ახალმა სატრანსპორტო საშუალებამ შესაძლოა თვითმფრინავები ჩაანაცვლოს

09 ივნისი 2021, 11:57 6517 ნახვა

მოგზაურობა მცურავი, მოსრიალე კაფსულებით, რომლებიც თვითმფრინავზე სწრაფად გადაადგილდებიან. ლას ვეგასთან ახლოს, ნევადის უდაბნოში, ცდიან სატრანსპორტო კაფსულებს, რომლებიც  „ვირგინ  ჰიპერლუპის“  ეკუთვნის.

უდაბნოში მოწყობილია ის სპეციალური გზაც, სადაც კაფსულებმა უნდა გაიარონ. კომპანია იმედოვნებს, რომ ეს იქნება მომავლის ტრანსპორტი, რომელიც მგზავრობას უფრო სწრაფს და პრაქტიკულს გახდის.

გასული წლის ნოემბერში პირველი ტესტი კომპანიამ წარმატებით გაიარა და მგზავრებით დატვირთულმა კაფსულამ 500 მეტრი სულ რაღაც 15 წამში დაფარა. კაფსულის დიდ ვარიანტს 25 ადამიანის გადაყვანა შეეძლება, ის აღჭურვილი იქნება ყველა საჭირო ტექნიკით.

ევოლუციური ტრანსპორტის მილების განთავსება შესაძლებელი იქნება როგორც მიწისქვეშ, ისე მიწის ზედაპირზე და წყალქვეშაც კი, რაც შესაძლებელს გახდის ოკეანეების გავლით კონტინენტების დაკავშირებას. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი