ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვერ აიძულებს ჩინეთს, კოვიდ-19-ის წარმოშობის შესახებ მეტი ინფორმაცია წარადგინოს. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკ რაიანმა განაცხადა.
ორგანიზაციის ჯგუფის წევრებმა, რომლებიც ჩინეთს ამ წლის დასაწყისში კოვიდ 19-ის წარმოშობის შესასწავლად ეწვივნენ, განაცხადეს, რომ ყველა მონაცემზე წვდომა არ აქვთ, რაც ქვეყნის გამჭირვალობის შესახებ დავებს აღვივებს.