ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, "ფაიზერთან" მუშაობის პირველი ეტაპი დასრულებულია, მეორე ეტაპზე მუშაობა მიმდინარეობს და მოკლე ხანში ცნობილი გახდება მოწოდების ზუსტი ვადები .
თამარ გაბუნიას განმარტებით, დეტალები არის გაუთქმელობის ხელშეკრულების ნაწილი და ჯერ-ჯერობით მასზე საუბრის შესაძლებლობა არ აქვთ.
მისივე განცხადებით, საქართველოში ვაქცინაციის პროგრამა ღიაა 18 წლის ზემოთ ასაკის მოქალაქეებისთვის და ეს ასე დარჩება, მიუხედავად იმისა, თუ რა ვაქცინას მიიღებს ქვეყანა.
"შეზღუდვა შეეხება მხოლოდ "ასტრა ზენეკას", რომელიც 45 წელს ზემოთაა რეკომენდირებული და ეს ასე დარჩება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან დამატებითი მტკიცებულებების მოწოდებამდე"-განაცხადა თამარ გაბუნიამ.