"ბათუმის წყლის" ინფორმაციით, ავარიული დაზიანების გამო, 8:00 საათიდან 16:00 საათამდე წყალმომარაგება შეწყდება შემდეგ მისამართებზე: გორგილაძის ქუჩა, ჰაიდარ აბაშიძის კვეთიდან, პეტრე მელიქიშვილის კვეთამდე.
წყალმომარაგების შეზღუდვა ქუჩაზე წყლის მილის დაზიანებამ გამოიწვია. ამ დროისთვის ბათუმში გორგილაძის ქუჩა ნაწილობრივ გადაკეტილია და დროებით შეზღუდულია მუნიციპალური ავტობუსებისთვის გამოყოფილ ზოლში ტრანსპორტის მოძრაობა.