ძალიან, რომ გავაბრაზებდით აიღებდა ჯოხს და გვცემდა - ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი ბინადარი

07 ივნისი 2021, 17:27 926 ნახვა

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის 4 ბენეფიციარი აჭარაში რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. ორი მათგანი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კიბეში, მამასთან და ბებიასთან იმყოფება. 

არასრულწლოვნები ჟურნალისტებთან ყვებიან, რომ მასწავლებლების მხრიდან ადგილი ჰქონდა სხვადასხვა ტიპის ძალადობას. იმ შემთხვევაში თუ ბავშვები შიდა განაწესს არ დაემორჩილებოდნენ პედაგოგები სცემდნენ. თუ კარგად არ ისწავლიდნენ მთელი დღის განმავლობაში საკვების გარეშე ტოვებდნენ. 

"მასწავლებლებს, რომ გავაბრაზებდით ყურს აგვიწევდნენ, მაგრამ ძალიან, რომ გავაბრაზებდით კუთხეში დაგვაყენებდნენ და სანამ არ დაგვიძახებდნენ იქამდე არ გამოგვიყვანდნენ.  ძალიან-ძალიან, რომ გავაბრაზებდით აიღებდა რამეს და გვცემდა. მეც ვუცემივარ. ფეხებზე და ხელებზე დამარტყა, ფიცარი" – განაცხადა ერთ-ერთმა მოზარდმა.

"ფეხზე ავდექი, შემდეგ მასწავლებელი მოვიდა და ძალიან გამეტებით დამარტყა ფეხში ჯოხი. ხშირად გვცემდნენ. კიდევ საჭმელს არ გვაჭმევდნენ, სანამ არ ვისწავლიდით გაკვეთილს. დღესასწაული, თუ იქნებოდა იმ დღეს გვაჭმევდნენ დილით, შუადღეს და ღამე არ გვაჭმევდნენ," - იხსენებენ არასრულწლოვნები ''რუსთავი 2-თან'' საუბრისას. 

მოზარდებთან ამ ეტაპზე სოციალური მუშაკები მუშაობენ. 

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ პანსიონიდან 20 არასრულწლოვნის გამოყვანა უზრუნველყო, რომელთა შორის შვიდი შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვია.  

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი