წელს, ხულოს მუნიციპალიტეტში დასრულდება 2019 წელს დაწყებული განახლების და ბეღლეთის სკოლების მშენებლობა. სოფელ ბეღლეთში შენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, სამსართულიანი შენობა. სკოლა გათვლილია 140 მოსწავლეზე. სკოლის შენობა იქნება სრულად ადაპტირებული.
გარდა ამისა დაიწყება ღორჯომის სკოლის რეაბილიტაცია, ასევე, მიმდინარეობს დანისპარაულის, წაბლანის, უჩხოს სკოლების და კალოთის სკოლის მშენებლობის პროექტირება.