ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 17 ადამიანი გარდაიცვალა

06 ივნისი 2021, 12:15 1076 ნახვა

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 504 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 201 მოქალაქე  გარდაიცვალა 17 ადამიანი, აქედან ერთი აჭარაში. კორონავირუსის ახალი გამოვლენილი შემთხვევებიდან აჭარაში დაფიქსირდა 50. 

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 25 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 25, ხოლო აჭარაში - 0. რაც შეეხება ვაქცინას, ამირან გამყრელიძის თქმით, ივლისიდან ქვეყანაში, ყოველდღიურად 20-25 ათასი აცრა უნდა გაკეთდეს. მისივე განმარტებით, ვაქცინების შესაბამისი მარაგები ქვეყნისთვის უკვე გარანტირებულია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი