ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხმორისის სარწყავი არხის რეაბილიტაცია დასრულდა. სამუშაოების შედეგად, 49 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდა სარწყავი წყლის მიწოდების რეჟიმი, რომელიც 60 ოჯახს მოემსახურება.
პროექტის ღირებულება 44 250 ლარია. პროგრამას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს.