კვარიათში, ზღვაში გაუჩინარებულ მამაკაცს ეძებენ. არსებული ინფორმაციით, 26 წლამდე ასაკის მამაკაცმა ზღვაში შეცურა და ძლიერი ღელვის გამო უკან გამოსვლა ვეღარ შეძლო.
თვითმხილველების თქმით, 26 წლის ახალგაზრდა მეგობართან ერთად იმყოფებოდა, შემთხვევა შუადღით მოხდა, ის კვარიათში ერთ-ერთ მშენებლობაზე იყო დასაქმებული.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო.
მათივე თქმით, ცუდი ხილვადობის გამო სამაშველო ოპერაცია გართულებულია. სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს როგორც წყლის ზედაპირზე, ასევე წყალქვეშ.
ოპერაციაში 10-ზე მეტი მაშველი და რამდენიმე მყვინთავია ჩართული.