მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო 2 002 917 476 აცრა გაკეთდა. მონაცემებს ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.
მოსახლეობის ვაქცინაციის კუთხით მსოფლიოში ისრაელი ლიდერობს. აქ ქვეყნის 10 მილიონი მოქალაქიდან კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის სრული კურსი თითქმის 6 მილიონმა ჩაიტარა.
მეორე პოზიციაზე კანადაა, მესამეზე - დიდი ბრიტანეთი, შემდეგ მოდის ჩილე და აშშ.
სოფლიოს ექვს ქვეყანას ვაქცინაცია ჯერ არ დაუწყია. ესენია ჩრდილოეთ კორეა, ჰაიტი, ტანზანია, ჩადი, ბურუნდი და ერიტრეა.