საერთაშორისო გადაზიდვებზე დასაქმებული მძღოლები მორიგ აქციას მართავენ

04 ივნისი 2021, 12:27 975 ნახვა

საერთაშორისო გადაზიდვებზე დასაქმებული მძღოლები, კვლავ გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან არიან შეკრებილები და აქციას მართავენ.

 ამბობენ, რომ პროდუქციით დატვირთული მანქანები საზღვარზე ჰყავდათ გაჩერებული და ნებართვების არ ქონის გამო, გზის გაგრძელებას ვერ ახერხებდნენ.

მძღოლები სპეციალურ ნებართვას ითხოვენ, რადგან ნებართვის გარეშე თურქეთში, რუსეთსა და ყაზახეთში საქონელი ვერ გააქვთ.

''ყველა ქვეყნის ნებართვა გვჭირდება, ეს ნებართვები ულიმიტო უნდა იყოს. თუ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება ისევ შევიკრიბებით. გადავკეტავთ სარფს, ლარს და აზერბაიჯანის საზღვარს. რეგიონის ხელისუფლების წარმომადგენლებს ველოდებით, მინისტრსაც და ვნახოთ ვინ მოვა ამ საკითხზე სასაუბროდ''- აცხადებს დავით ომერაძე. 

საერთაშორისო გადაზიდვებზე დასაქმებული მძღოლების ნაწილს, საქართველოს ეკონიმიკის სამინისტროს წარმომადგენლები დღეს შეხვდებიან. 

მძღოლები საპროტესტო აქციებს პერმანენტულად მართავენ. 

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი