საქართველოში ვიზიტად მყოფმა ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა დღეს მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ საქართველოს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინებით დაეხმარება.
"გიზიარებთ კარგ ახალ ამბავს. თეთრმა სახლმა სულ ახლახან დაადასტურა და განაცხადა, რომ ჩვენი ქვეყანა მზად არის, საქართველოს გამოუყოს „კოვიდის“ საწინააღმდეგო ვაქცინები“, - განაცხადა ჯინ შაჰინმა.