გაეროს ბიუჯეტში ყოველწლიური შენატანების გადაუხდელობის გამო, ირანსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკას გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ხმის მიცემის უფლება შეუჩერდათ. გაეროს წესდების მე-19 მუხლის თანახმად „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოს, რომელსაც ორგანიზაციისთვის ფინანსური შენატანის გადახდის დავალიანება აქვს, გენერალურ ასამბლეაზე ხმის მიცემის უფლება არ ექნება, თუ მისი დავალიანების ოდენობა წინა ორი წლის გადასახდელი თანხის ოდენობის ტოლია ან მას აღემატება. გაეროს ბიუჯეტში ირანის დავალიანება 16 მილიონ 251 ათას 298 დოლარს შეადგენს, ხოლო ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის - 29 ათას 395 დოლარს.