საერთაშორისო გადაზიდვებზე დასაქმებული მძღოლების აქცია

03 ივნისი 2021, 17:44 1219 ნახვა

საერთაშორისო გადაზიდვებზე დასაქმებულმა მძღოლებმა აქცია ხვალამდე შეწყვიტეს, მას შემდეგ, რაც ადგილობრივი მთავრობა მათ დაჰპირდა, რომ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგნლებს შეხვდებიან. მათ რამდენიმე წუთით ტერმინალთან გზა გადაკეტეს და განბაჟების ეკონომიკური ზონიდან ავტომობილებს გამოსვლის უფლებას არ აძლევდნენ. ამბობენ, რომ პროდუქციით დატვირთული მანქანები საზღვარზე ჰყავდათ გაჩერებული და ნებართვების არ ქონის გამო, გზის გაგრძელებას ვერ ახერხებდნენ. ისინი მესამე ქვეყანაში, გადაზიდვის ნებართვას ითხოვენ. ამბობენ, რომ თურქეთში, რუსეთსა და ყაზახეთში საქონელი ვერ გააქვთ. მძღოლები ამბობენ, რომ თუ მთავრობა მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს ისინი სარფის გამშვებ პუნქტთან გზას გადაკეტავენ. მძღოლებს დღეს აჭარის ეკონომიკის მინისტრმა უპასუხა.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი