აჭარაში კორონავირუსის 63 ახალი შემთხვევა დადასტურდა 

03 ივნისი 2021, 11:00 907 ნახვა

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 63 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 92 პაციენტი. კლინიკა დატოვა 32-მა პირმა.

რეგიონის კოვიდ მიმღებ ცენტრებში კრიტიკულად იმყოფება და მართვით სუნთქვაზეა 13 პაციენტი.

კლინიკაში მკურნალობს 317 მოქალაქე, კოვიდ სასტუმროში 242, ხოლო ონლაინ კლინიკაში 480. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი