12 ადამიანი დაიღუპა ქაბულში აფეთქებების სერიის შედეგად. ავღანეთის დედაქალაქში ორ სამგზავრო ავტობუსზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა.
ორივე ინციდენტი ქაბულის უმეტესად შიიტებით დასახლებულ დასავლეთ ნაწილში მოხდა. ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენლის თქმით, ინციდენტის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას აუღია.
ავღანეთში შეიარაღებული თავდასხმები განსაკუთრებით მას შემდეგ გახშირდა, რაც ვაშინგტონმა ქვეყნიდან თავისი ჯარებს გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.