პროფესიული განვითარების საბჭომ 8 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება დროებით შეუჩერა

02 ივნისი 2021, 14:42 1278 ნახვა

ჯანდაცვის სამინისტროში პროფესიული განვითარების საბჭოს ყოველთვიური შეხვედრა გაიმართა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე, სამედიცინო მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ შესწავლილი 12 საკითხი განიხილეს და 28 ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობაზე იმსჯელეს.

საბჭოს გადაწყვეტილებით სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება, სხვადასხვა ვადით შეუჩერდა 8 ექიმს, 16 ექიმზე პასუხისმგებლობის სახედ წერილობითი გაფრთხილება განისაზღვრა, 4 ექიმს კი პროფესიული პასუხისმგებლობა არ დაეკისრა.

სულ 2021 წლის იანვრიდან 31 მაისის ჩათვლით, პროფესიული განვითარების საბჭომ 54 საკითხი განიხილა და 93 ექიმის პროფესიულ პასუხისმგებლობაზე იმსჯელა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი