უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში, ფრონტზე სულ 130 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა.
მათივე ცნობით, გასული დღის განმავლობაში, უკრაინაში დრონებით თავდასხმის საფრთხის გამო საჰაერო განგაში რამდენჯერმე ჩაირთო.
"რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქზე იერიში ორჯერ მიიტანეს, დაიღუპა 1 და დაშავდა 10 ადამიანი. დაიბომბა ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურა, ვრცელდება ინფორმაცია 1 დაღუპულისა და 7 დაშავებულის შესახებ.ხარკოვის ოლქში რუსულ ტანკ-საწინააღმდეგო რაკეტას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებებიც"- განმარტავენ უკრაინის გენშტაბში.
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, ღამის განმავლობაში უკრაინის ცის დამცველებმა ჩამოაგდეს 32 დრონი მიკოლაივის, ოდესის, ხერსონის, დნეპროპეტროვსკის, კიევის, ჩერნიგოვისა და ჩერკასის ოლქებში.