რექტორთა საბჭო

05 ივლისი 2024, 11:03 208 ნახვა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრა საქართველოს განათლების მინისტრის  ხელმძღვანელობით ჩატარდა და მასში სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების რექტორები და წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. 

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: განხორციელებული რეფორმები და შედეგები, სტატუსშეჩერებული სტუდენტების დავალიანების დაფარვა; უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელი; ავტორიზაციასა და აკრედიტაციასთან დაკავშირებული მიმდინარე საკითხები და მონიტორინგის შედეგები; სამწლიანი საბაკალავრო პროგრამა; საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა და პროგრამების საერთაშორისო აკრედიტაცია.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი