პალესტინელთა მხარდამჭერი დემონსტრაცია აშშ-ში

30 მაისი 2021, 15:13 1045 ნახვა

ვაშინგტონში პალესტინელთა მხარდამჭერი დემონსტრაცია გაიმართა. „ამერიკის ხმის“ ცნობით, ლინკოლნის მემორიალთან ჩატარებულ აქციაში ათასზე მეტი ადმიანი მონაწილეობდა. შეკრებილებმა ღაზას სექტორში ისრაელის ავიადარტყმები გააპროტესტეს და ისრაელისთვის სანქციების დაწესება მოითხოვეს.

დემონსტრანტები აშშ-ს ისრაელის მხარდაჭერის გადახედვისკენ და ისრაელისთვის შეიარაღების შესაძენად დაფინასების შეწყვეტისკენ მოუწოდებდნენ. ისრაელსა და რადიკალურ მოძრაობა „ჰამასს“ შორის 11-დღიან საბრძოლო მოქმედებებს ღაზაში 240-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ისრაელში კი – 13-ი. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მხარეებმა 21 მაისს ეგვიპტის შუამავლობით მიაღწიეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში