ხორვატიის ერთ-ერთ ნავსადგომში გაჩენილი ხანძრის შედეგად 20 მეტრის სიგრძის ხუთი ძვირადღირებული იახტა მთლიანად განადგურდა. შესაბამის ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. შემთხვევა ქალაქ კაშტელაში მოხდა.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. მატერიალური ზარალი ათობით მილიონ ევროს შეადგენს. ვარაუდობენ, რომ ცეცხლი ერთ-ერთი იახტის სამზარეულოში გაჩნდა, რის შემდეგაც, სხვა ხომალდებზე გავრცელდა.