პანდემიის შემდეგ პირველი რეგულარული რეისები

29 მაისი 2021, 15:15 868 ნახვა

ივნისიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ვენა-ქუთაისი-ვენას, ბუდაპეშტი-ქუთაისი-ბუდაპეშტისა და ვროცლავი-ქუთაისი-ვროცლავის საჰაერო ხაზზე პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა განახლდება. ინფორმაციას  საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

ბუდაპეშტიდან პანდემიის შემდეგ პირველი რეგულარული პირდაპირი რეისი 19 ივნისს  შესრულდება, ვროცლავიდან – 26 ივნისს, ხოლო ვენიდან – 29 ივნისს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი