კადეტთა ლიცეუმის კურსდამთავრებულები

29 მაისი 2021, 12:07 1080 ნახვა

კადეტთა სამხედრო ლიცეუმი კადეტთა მეათე ნაკადმა დაასრულა. კურსდამთავრებულთა უმრავლესობა სწავლას ეროვნული თავდაცვის აკადემიაში განაგრძობს. საუკეთესო აკადემიური მოსწრებისა და ფიზიკური მომზადების მქონე კადეტები სამკერდე ნიშნებითა და სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.

დაწყებითი სამხედრო მომზადების სერტიფიკატები გადაეცა ყველა კურსდამთავრებულს. ლიცეუმის სამხედრო მოსამსახურეებმა კი, სამსახურებრივი საშტატო იარაღი და უწყებრივი მედლები მიიღეს.

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი 2010 წელს ქუთაისში ჩამოყალიბდა, სადაც ზოგად საგანმანათლებლო საქმიანობასთან ერთად კადეტები სამხედრო მომზადებას სწავლობენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში