კორონავირუსის გადატანის შემდგომ ვაქცინის მიღებამდე არსებული პერიოდი შესაძლოა შემცირდეს - პაატა იმნაძე

27 მაისი 2021, 17:15 1138 ნახვა

პაატა იმნაძემ არ გამორიცხა, რომ კორონავირუსის გადატანის შემდგომ ვაქცინის მიღებამდე არსებული პერიოდი შემცირდეს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე არ გამორიცხავს, რომ კორონავირუსის გადატანის შემდგომ ვაქცინის მიღებამდე არსებული პერიოდი შემცირდეს.

არსებული რეგულაციით, პირს, რომელმაც ვირუსი გადაიტანა, ვაქცინის გაკეთება მხოლოდ 120 დღის გასვლის შემდეგ შეუძლია.

„კოვიდგატანილებისთვის დღეს მოქმედი წესი საქართველოში არის 120 დღე, კოვიდის დადასტურებიდან. 120 დღის გასვლის შემდეგ კი ადამიანებს ეძლევათ საშუალება დარეგისტრირდნენ აცრისთვის, ასე რომ, ჯერჯერობით ეს რეგულაცია მუშაობს. თუმცა, არის ქვეყნები, სადაც უფრო ნაკლებია ეს პერიოდი კოვიდგადატანის შემდეგომ ვაქცინის მიღების შესაძლებლობამდე. ვნახოთ, როდესაც დაგროვდება მტკიცებულებები, შეიძლება ჩვენთანაც შემცირდეს ეს პერიოდი,“- განაცხადა პაატა იმნაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი