ნიკა მელიას სასამართლო სხდომა გადაიდო

27 მაისი 2021, 15:11 637 ნახვა

ნიკა მელიას სასამართლო სხდომა გადაიდო.

პროცესის გადადება ნიკა მელიას ადვოკატმა მოითხოვა.  გიორგი კონდახაშვილის განცხადებით, პროკურატურამ მათ წინასწარ არ აცნობა, რა მტკიცებულებების გამოკვლევა იგეგმებოდა სხდომაზე, რითაც მათი შეთანხმება დაირღვა.

კონდახაშვილმა სხდომის გადადების მიზეზად ნიკა მელიასთან შეხვედრის აუცილებლობა და მასთან დაცვის სტრატეგიაზე შეთანხმება დაასახელა.

დღევანდელ სხდომაზე პროკურატურამ ორი მოწმე წარადგინა, რომელთა გამოკითხვის წინააღმდეგ დაცვის მხარე წავიდა.

 

 

 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი