„რიონის ხეობის მცველებს“ ამ დროისთვის კომპანიის ტექნიკისთვის გზა აქვთ ჩაკეტილი, რასაც ადგილზე ხმაური რამდენჯერმე მოჰყვა.
აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს და კომპანიის თანამშრომლებს შეძახილებით ხვდებიან და მათ სამშობლოს ღალატში ადანაშაულებენ.
მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე რიონის ხეობის მცველები პროტესტის შეწყვეტას არ გეგმავენ.