ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 61 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. რეგიონის კოვიდმიმღებ კლინიკებში 417 ადამიანი მკურნალობს. მძიმე პაციენტია 102, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 16 პირი.
668 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 352 - თბილისში, 275- აჭარაში. 8 071 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 48 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 34, ხოლო აჭარაში - 11.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 23 818 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 15 512 პირი, აჭარაში - 2 127.