ფქვილის საწარმოს გაფიცული თანამშრომლების და მენეჯმენტის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

26 მაისი 2021, 22:18 850 ნახვა

ფქვილის გადამამუშავებელი საწარმოსა და გაფიცულებს შორის შეთანხმება ვერ შედგა. შეხვედრას პროფესიული კავშირების გაერთიანების, იურისტი ირაკლი მხეიძე და გურიის გუბერნატორი გიორგი სახოკია ესწრებოდნენ.

შეხვედრიდან გამოსულმა გაფიცულებმა განაცხადეს, რომ შეთანხმება ვერ შედგა და პროტესტი ისევ გაგრძელდება.

მათივე განცხადებით, კომპანიას თანამშრომლების შემცირება სურს, რაზეც გაფიცულები თანახმა არ არიან. შედეგი, რომელიც დღევანდელმა შეხვედრამ მოიტანა, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ნაკისრები მედიატორის როლია, რაც ახლო დღეებში შესაძლებელს გახდის ორივე მხარის პირისპირ შეხვედრას.

პროფესიული კავშირების გაერთიანების იურისტის ირაკლი მხეიძის განცხადებით, კომპანია "გურია ექსპრესი" დასაქმებულთა უფლებებს არღვევს. საწარმოში ასევე დარღვეულია შრომის სტანდარტები. პროფკავშირი კი, გაფიცულ თანამშრომლებს დარღვეული უფლებების დაცვაში დაეხმარება.

"გურია ექსპრესის" თანამშრომლები უკვე 23 დღეა, გაფიცულები არიან. მათი მოთხოვნა ხელფასის გაზრდა და შრომის ღირსეული პირობებია.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი