ინდოეთში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა

26 მაისი 2021, 19:23 950 ნახვა

ინდოეთს ციკლონი „იაასი“ დაატყდა თავს. სტიქიას ერთ-ერთ შტატში ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სტიქიის გამო მილიონზე მეტ ადამიანს საცხოვრებელი ადგილების დატოვება და თავშესაფრის ძებნა მოუწია. ინდოეთის მეტეოროლოგიურმა დეპარტამენტმა „იაასს“ „ძალიან მკაცრი ციკლონური შტორმის“ კლასიფიკაცია მიანიჭა. მეცნიერები აცხადებენ, რომ ჩრდილოეთ ინდოეთის ოკეანეში ციკლონები სულ უფრო ხშირი და მკაცრი ხდება, რადგან კლიმატის ცვლილებამ წყლის ტემპერატურის მატება გამოიწვია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში