9 ივნისიდან, უკრაინული ავიაკომპანია Bees Airline, კვირაში ორი სიხშირით, თბილისის გარდა პირდაპირ ფრენებს კიევი - ბათუმი - კიევის მიმართულებით განახორციელებს.
ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
"ზაფხულის სეზონზე ავიაკომპანია კიევიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირ რეისებს კვირაში სამი სიხშირით Boeing 737 ტიპის საჰაერო ხომალდებით განახორციელებს"-წერია განცხადებაში.