მედიკოსების ინფორმაციით, 26 წლის დაჭრილი ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. პაციენტი ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში რჩება და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ აგრძელებს მკურნალობას. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ფაქტთან დაკავშირებით 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯამრთელობის განძრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 26 წლის ახლაგაზრდა, გუშინ ბათუმში საკუთარ სახლთან ახლოს დაჭრეს.