პირველი ივნისიდან, შაბათ-კვირას კვების ობიექტებს სტუმრების მიღება დახურულ სივრცეებშიც შეეძლებათ

25 მაისი 2021, 12:35 1067 ნახვა

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით,  1 ივნისიდან, შაბათ-კვირას კვების ობიექტებს სტუმრების მიღება დახურულ სივრცეებშიც შეეძლებათ. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე განმარტებით, ძალაში რჩება სოციალური ღონისძიებების გამართვასთან დაკავშირებით, რომლებიც უკავშირდება, ქორწილს, ქელეხს, ბანკეტს თუ იუბილეს.

ეკონომიკის მინისტრის  განცხადებით, შაბათ-კვირას რესტორნებისთვის დაწესებული შეზღუდვების მოხსნა მნიშვნელოვანია ტურისტებისთვის, მოქალქეებისთვის და სარესტორნო ინდუსტრიისთვის 

„უწყებათაშორის საბჭოზე მივიღეთ მორიგი პოზიტიური, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ტურიზმისა და ზოგადად, ეკონომიკის სფეროში, რადგან ტურიზმის აღდგენა არის ჩვენი ეკონომიკის აღდგენის საწინდარი. პირველი ივნისიდან გადაწყვეტილია, რომ რესტორნები მთელი ქვეყნის მასშტაბით იმუშავებენ არა მარტო ღია სივრცეების ნაწილში, არამედ სრულყოფილად, ანუ დახურული სივრცეების ნაწილიც იმუშავებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ტურისტებისთვის, მოქალაქეებისთვის და რა თქმა უნდა, სარესტორნო ინდუსტრიისთვის“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი