აშშ გმობს თვითმფრინავის მიმართულების შეცვლას და რომან პროტასევიჩის დაპატიმრებას

25 მაისი 2021, 09:45 706 ნახვა

თვითმფრინავისთვის მიმართულების შეცვლას და ჟურნალისტ რომან პროტასევიჩის დაპატიმრებას უმკაცრესად გმობს შეერთებული შტატები. ,,ეს აღმაშფოთებელი ინციდენტი და ვიდეო, რომელიც, როგორც ჩანს, ბატონმა პროტასევიჩმა ძალდატანებით ჩაწერა, არის სამარცხვინო თავდასხმა როგორც პოლიტიკურ განსხვავებულ აზრზე, ასევე პრესის თავისუფლებაზე. შეერთებული შტატები უერთდება მსოფლიოს ქვეყნების მოთხოვნას მის გათავისუფლებასთან, აგრეთვე ასობით პოლიტპატიმრის განთავისუფლებასთან დაკავშირებით, რომლებიც უსამართლოდ არიან დაკავებულები ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ,“- აცხადებს აშშ-ს პრეზიდენტი. 

ჯო ბაიდენი ინციდენტზე საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას ითხოვს და ბელარუსის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას მიესალმება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი