ბელარუსში დაკავებული ჟურნალისტის მამა ვიდეოჩანაწერს ეხმაურება

25 მაისი 2021, 09:44 800 ნახვა

ბელარუსში დაკავებული ჟურნალისტის, რომან პროტასევიჩის მამა მიიჩნევს, რომ მისი შვილი აიძულეს დანაშაული ეღიარებინა ვიდეოში, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა. "ეს არ არის მისი სიტყვები, ეს არ არის მისი მეტყველების ინტონაცია. ის ძალიან თავშეკავებულად მოქმედებს და ხედავთ, რომ ნერვიულობს. ვფიქრობ, ის აიძულეს", - განაცხადა დიმიტრი პროტასევიჩმა. მისი თქმით, მის შვილს სავარაუდოდ, ცხვირი გატეხილი აქვს და სახე პუდრით აქვს დაფარული.

დიმიტრი პროტასევიჩი ირწმუნება, რომ არ შეიძლებოდა რომანს მასობრივი არეულობების მოწყობა ეღიარებინა, ვინაიდან მას მსგავსი რამ არ ჩაუდენია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში