''ქართულმა ოცნებამ'’ მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება დაიწყო. პარტიული შეხვედრა ბათუმში არჩევნების საორგანიზაციო საკითხებს მსჯელობას დაეთმო. პარტიის ლიდერებმა ადგილობრივ აქტივს სამომავლო გეგმები გააცნეს და წინასაარჩევნო კამპანიის შესახებაც იმსჯელეს. შეხვედრა მედიისთვის დახურულ ფორმატში წარიმართა.
ქართული ოცნების ადგილობრივ წარმომადგენლებს არ დაუკონკრეტებიათ მერის სავარაუდო კანდიდატების ვინაობა და არც ის თუ ვინ იქნება ბათუმში საკრებულოში წარმოდგენილი. აჭარის შემდეგ შეხვედრა სამეგრელო-ზემო-სვნაეთის პარტიულ აქტივთან გაგრძელდება.