ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ კოვიდპასპორტების შემოღების გადაწყვეტილება მიიღეს. სპეციალური სერთიფიკატები პირველი ივლისიდან ამოქმედდება. კოვიდპასპორტი გულისხმობს ციფრულ სერთიფიკატს, რომელშიც მითითებული იქნება მიღებული ვაქცინის დასახელება და თარიღი, ასევე კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების დასტურიც, მისი არსებობის შემთხვევაში. სპეციალური დოკუმენტი გახდება ყველასათვის ხელმისაწვდომი და უფასო. ინფორმაციას ევროკომისიის საიტი ავრცელებს. დოკუმენტი იარსებებს როგორც ქაღალდზე დაბეჭდილი, ასევე ელექტრონული ფორმატით, მონაცემთა ციფრული საკონტროლო ბაზა კი რამდენიმე დღეში ამოქმედდება.