საქართველოს თავდაცვის ძალების ავღანეთიდან გამოსვლის პროცესი დაიწყო. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,, დასავლეთ სარდლობის მესამე ქვეითი ბრიგადის ნაკრების ასეული პირველი ქვედანაყოფია, რომელიც ავღანეთის ისლამური რესპუბლიკიდან დაბრუნდა საქართველოში. ქართული კონტინგენტი ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში ასრულებდა. საერთაშორისო მისიიდან დაბრუნება ვაზიანში, მეოთხე მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე საზეიმოდ აღინიშნა. 11 სამხედრო მოსამსახურე მედლით „სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისათვის“ დააჯილდოვეს.