სახმელეთო საზღვრების გახსნაზე უკვე მიმდინარეობს მსჯელობა და ალბათ, გაიხსნება - პაატა იმნაძე

21 მაისი 2021, 14:59 16787 ნახვა

პაატა იმნაძის განცხადებით, სახმელეთო საზღვრების გახსნაზე მსჯელობა უკვე მიმდინარეობს და ალბათ გაიხსნება.

მისივე თქმით, ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ძირითად ტურისტულ სეზონზე საქართველო მიმზიდველი და უსაფრთხო ქვეყანა ყოფილიყო, მაგრამ მთავარი ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობაა.

„ძალიან რთული სიტუაცია იყო, ცოტა ხნის წინ, სახმელეთო საზღვრებზე  ჩვენს მეზობელ ქვეყნებში.

მაგალითად, თურქეთში კორონავირუსის „სამხრეთ აფრიკული შტამიც“ არის, „ბრაზილიური შტამიც“ და „ინდური შტამიც“. სახმელეთო საზღვარი მართალია ჯერადობით ზრდის შემომსვლელების რაოდენობას,  კონტროლი მეტად რთულია.

მე მესმის ბიზნესის, ტურიზმის ინტერესები, მაგრამ შენს ქვეყანას რაღაცნაირად მაქსიმალურად უნდა შეუწყო ხელი, რომ ყველა ჩვენი ქმედებაც მიმართული იყო იმისკენ, რომ ტურისტულ სეზონზე ჩვენი ქვეყანა მიმზიდველი და უსაფრთხო ყოფილიყო ტურისტებისთვის. რომელი ჭკუათმყოფელი ტურისტი ჩავა ქვეყანაში, სადაც ქვეყანა ინგრევა.

 ჩვენი ყველა ქმედება, მოყოლებული ზამთრიდან, გათვლილი იყო იმაზე, რომ ქვეყანაში ძალიან მაღალი პიკი არ ყოფილიყო, არ ყოფილიყო სამედიცინო სექტორზე ძალიან მაღალი დატვირთვა, რაც მოგეხსენებათ არ არის ადვილი გასაკეთებელი და ყველაფერი მიმართული იყო იმისკენ, რომ ქვეყანა მიმზიდველი ყოფილიყო ტურისტებისათვის უსაფრთხოების თვალსაზრისით.

ჯერჯერობით ამ დაგეგმილ მაჩვენებლებს მივყვებით. გაიხსნება ტურისტებისთვისაც სახმელეთო საზღვრები, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც რჩება ჩვენი მოქალაქების სიცოცხლე და ჯანმრთელობა“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი