ჩინური „სინოვაკით“ ვაქცინაციის მსურველთა რეგისტრაცია დღეს, 12:00 საათიდან, ხოლო აცრის პროცესი 24 მაისიდან დაიწყება. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინსიტრო ავრცელებს.
"სინოვაკი" 18 წლის ზემოთ ასაკის პირებისთვის გამოიყენება.
„სინოვაკის“ ვაქცინა, „სინოფარმის“ მსგავსად, ინაქტივირებული ვაქცინაა. ოფიციალური მონაცემებით სხვადასხვა ქვეყნისთვის მიწოდებულია 260 მილიონი დოზა „სინოვაკის“ ვაქცინა.
„სინოვაკის“ ვაქცინა დადებითად შეფასდა იმუნიზაციის ექსპერტთა სტრატეგიულ მრჩეველთა ჯგუფის (The Strategic Advisory Group of Experts on Immunization (SAGE) მიერ. აცრისთვის ვიზიტის დასაჯავშნად ეწვიეთ ვებგვერდს booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 15 22“, – აცხადებენ უწყებაში.