ილია II-ის გადაწყვეტილებით, სტიქიით დაზარალებულთათვის საპატრიარქოდან საკვები პროდუქტი, ტანსაცმელი, მედიკამენტები და თბილი გადასაფარებლები გაიგზავნება

26 თებერვალი 2025, 18:53 146 ნახვა

დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობამ ჩვენი ხალხისა და, ზოგადად, ქვეყნისთვის მძიმე შედეგები მოიტანა. სამწუხაროდ, არის მსხვერპლიც. ხელისუფლება, სამაშველო სამსახურები და მოხალისეები, ყველა ცდილობს, შეეწიოს სტიქიის ზონაში მოხვედრილთ, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ილია II-ის გადაწყვეტილებით, საპატრიარქოდან დაზარალებულთათვის გაიგზავნება საკვები პროდუქტი, ტანსაცმელი, მედიკამენტები, თბილი გადასაფარებლები.

„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის გადაწყვეტილებით, საქართველოს საპატრიარქოდან დაზარალებულთათვის გაიგზავნება საკვები პროდუქტი, ტანსაცმელი, მედიკამენტები, თბილი გადასაფარებლები და სხვა. ღმერთმა დალოცოს სტიქიის ზონაში მყოფნი, ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო და დაიფაროს განსაცდელთაგან.

P.S მადლობა საქველმოქმედო ფონდ „ავერსს“ თანადგომისთვის“, - ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი