ბათუმში ისევ თოვს. ზღვისპირა ქალაქში მცხოვრებლები უხვი ნალექის შედეგად მიყენებულ ზარალზე საუბრობენ. ამბობენ, რომ ნალექმა დააზიანა არაერთი ავტომობილი, საცხოვრებელი სახლები და ასევე მწვანე ნარგავები, მეორე დღეა ქალაქში არ მოძრაობს მუნიციპალური ტრანსპორტი, რის გამოც მგზავრები ფეხით გადაადგილდებიან, ამბობენ რომ უხვი ნალექის გამო გაძვირდა ტაქსის მომსახურება, ასევე დასახლებებიდან ვერ ხერხდება ნარჩენების გატანა.
უხვმა ნალექმა ბათუმში რვა საცხოვრებელი სახლი დააზიანა , ბოლო შემთხვევა დღეს მეტაქსას ქუჩის ხუთ ნომერში დაფიქსირდა , დიდთოვლობის შედეგად მრავალბინიან საცხოვრებელ სახლის ეზოში , ერთ-ერთი სახლის სახურავის ნაწილი ჩამოინგრა, თუმცა არავინ დაშვებულა. ჩამონგრეულ შენობაში სულ 4 ოჯახი ცხოვრობს. მერიაში აცხადებენ, რომ ორი ოჯახი უსაფრთხო ადგილას უკვე გადაიყვანეს.
მერის არჩილ ჩიქოვანის ინფორმაციით სტიქიამ სულ რვა ოჯახი დააზარალა , მობინადრეები თვითმმართველობამ ქირით გაიყვანა , პარალელურად კი მიმდინარეობს ზარალის დათვლა და დაზარალებული ოჯახების შესწავლა. შვიდ დღიანმა ნალექმა თუ რა რაოდენობის ზარალი მიაყენა ბათუმს უცნობია , ამ ეტაპზე ზარალის დათვლა და სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება .