დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, დღეს, 20 მაისს, 12:00 საათიდან რეგისტრაცია იწყება მათთვის, ვისაც პირველი დოზიდან 22-28 დღის ინტერვალში სურს, დარეგისტრირდეს „სინოფარმის“ ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად.
მათივე განმარტებით, სამედიცინო დაწესებულების არჩევა სურვილისამებრ არის შესაძლებელი და მოქალაქეებისთვის არ არის სავალდებულო, დარეგისტრირდნენ იმავე დაწესებულებაში, სადაც პირველი დოზა გაიკეთეს.
აცრისთვის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ვებგვერდზე booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522.