კულტურის კომიტეტის სხდომა უმაღლეს საბჭოში

19 მაისი 2021, 15:00 915 ნახვა

კამათი იყო უმაღლეს საბჭოში, კულტურის კომიტეტის გასვლით სხდომაზე. ერთმანეთს დამოუკიდებელი დეპუტატი არმაზ ახვლედიანი და მმართველი გუნდის წევრები დაუპირისპირდნენ, ახვლედიანმა ხელისუფლება კორუფციაში დაადანაშაულა. მას სურდა დღევანდელ სხდომაზე ბულვარში 16 სართულიანი ამბასადორი ბათუმის მშენებლობის საკითხი განეხილათ, რაზეც უარი მიიღო, მიზეზად რეგლამენტით გაწერილი დღის წესრიგი დასახელდა.

კულტურის კომიტეტს პირველი გასვლითი სხდომა ჰქონდა, უმაღლეს საბჭოში დღევანდელ შეხვედრას კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, განიხილეს სხვადასხვა საკითხი.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი