ბოლო 2-3 დღის მანძილზე იქმნება შთაბეჭდილება, რომ ე.წ. მესამე ტალღის პიკმა გადაიარა - თენგიზ ცერცვაძე

19 მაისი 2021, 15:55 2212 ნახვა

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის განცხადებით, ბოლო 2-3 დღის მანძილზე იქმნება შთაბეჭდილება, რომ „მესამე ტალღის“ პიკმა გადაიარა.

თენგიზ ცერცვაძემ იმედი გამოთქვა, რომ შემდეგი 2 კვირის მანძილზე არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება სტაბილური იქნება.

„თუ ზაფხულში შევალთ შედარებით სტაბილური მდგომარეობით და ზაფხულს მასობრივი ვაქცინაციისთვის გამოვიყენებთ, ამ წლის ბოლოს გაცილებით უფრო კომფორტულად ვიგრძნობთ თავს“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში