20 მაისიდან Sinopharm-ის ვაქცინის მეორე დოზაზე რეგისტრაცია იწყება

19 მაისი 2021, 13:48 1130 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 20 მაისს, 12:00 საათიდან, მათთვის, ვისაც პირველი დოზიდან 22-28 დღის ინტერვალში სურს დარეგისტრირდეს Sinopharm-ის ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად, რეგისტრაცია იწყება.

"მოქალაქეებს  სამედიცინო დაწესებულება სურვილისამებრ შეუძლიათ დაჯავშნონ.

აცრისთვის ვიზიტის დასაჯავშნად ეწვიეთ ვებ გვერდს booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522. რეგისტრაციის ინსტრუქცია იხილეთ ლინკზე: facebook.com" - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი