ძლიერმა ქარმა ქობულეთის რამდენიმე სოფელში პრობლემები შექმნა

19 მაისი 2021, 11:27 609 ნახვა

ძლიერი ქარის შედეგად სოფელ კვირიკეში ხე წაიქცა და ელექტროგადამცემი სადენები დააზიანა.  მომხდარის გამო სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

"ენერგო-პრო-ჯორჯიას" ინფორმაციით, დაზიანების აღმოსაფხვრელად მუშაობენ ტექნიკური ბრიგადები.

10-მდე აბონენტია გათიშული სოფელ ბობოყვათში, აქაც ძლიერმა ქარმა ხე მოგლიჯა, რომელმაც რამდენიმე ელექტროგადამცემი ბოძი დააზიანა.  მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში