აჭარაში კორონავირუსის 102 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფრომაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა კიდევ 102 პაციენტი. კლინიკა დატოვა 48 პირმა.
ამ დროისათვის რეგიონის მასშტაბით კრიტიკულია 7 პაციენტის მდგომარეობა.
ამ ეტაპზე კლინიკაში მკურნალობს - 422 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში -248, ონლაინ კლინიკაში - 596.