პეკინის გამზირზე ხანძრის შედეგად დაშავებული ქალი გარდაიცვალა.
თბილისში, პეკინის გამზირზე ხანძრის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, იგი მეხუთე სართულზე ცხოვრობდა, ხანძრისას კი აივნიდან გადავარდა.
ხეჩინაშვილის კლინიკაში, სადაც დაშავებული გადაიყვანეს, აცხადებენ, რომ მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები ჰქონდა.